ლენუკა ყიფშიძე: ''მთელი ცხოვრება სწორედ ამ დიაგნოზის მეშინოდა''

ლენუკა ყიფშიძე: ''მთელი ცხოვრება სწორედ ამ დიაგნოზის მეშინოდა''

ეს წელი დიდი სიხარულით დაიწყო ყიფშიძეების ოჯახისთვის. გიორგი ყიფშიძე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალში ბინით დაასაჩუქრეს, თუმცა ამ ამბიდან მალევე გიორგის დედას და დას ექიმებმა უსიამოვნო დიაგნოზი დაუსვეს - ანევრიზმა. მარტში ორივემ ოპერაცია სტამბოლში გაიკეთა და სამი თვის განმავლობაში რეაბილიტაციის პერიოდი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და მათი აკრძალვების გათვალისწინებით გაატარეს. ბოლო დროს ლენუკა ყიფშიძე ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ჩვენ მას ტელეფონით დავუკავშირდით და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ერთად, წლევანდელ დასვენებაზეც ვესაუბრეთ.

- ლენუკა, სხვადასხვა კურორტს სტუმრობ ხოლმე. წელს სად დაისვენე?

- (იცინის) ასეა, მაგრამ წელს მხოლოდ ერთი კურორტი ავარჩიე დასასვენებლად. პენსიონერულად დავისვენე. მგონი გავიზარდე, დავღვინდი (იცინის). ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა წყალი და მზე მაქსიმალურად ამიკრძალა. შესაბამისად, ასარჩევად არ მქონდა საქმე. მართალია, გულმა მაინც ზღვისკენ გამიწია, მაგრამ 3-დან 6 საათამდე მზეზე არ გავდივარ. მხოლოდ დილით და საღამოს ვცურავ. მართალი გითხრათ, წელს არც მქონდა გეგმაში ზღვაზე წასვლა. ექიმმა დამრთო ნება, დილა-საღამოს შევსულიყავი წყალში. ჩემმა მეგობარმა წამომიყვანა გრიგოლეთში. წელს პირველად ვარ აქ. ძალიან მაგარი ადგილია, მაისური გადაიცვი და ირბინე, ვინ გიყურებს, მაუგლის მეძახიან უკვე აქაურები (იცინის). პირველად ივლისში ჩამოვედი ორი კვირით. თბილისში დავბრუნდი 6 აგვისტოს და ისეთი სიცხეები დამხვდა, 10 დღეში უკან დაბრუნება გადავწყვიტე. მატარებლის ბილეთები ავიღე და ჩემს შვილს, ნიკუშას, ვუთხარი, წავიდეთ-მეთქი. უარი მითხრა, ვერ წამოვალო. მაშინვე ჩემს ძმისშვილს, ნატალიას დავურეკე, ზღვაზე მივდივართ-მეთქი. ჩაალაგა ბარგი და ჩამოვედით. თვის ბოლომდე აქ ვიქნები, უკვე ერთი თვე გამომდის გრიგოლეთში ყოფნა.

- არ მოგბეზრდა?

- მომბეზრდა კი არა, ასე მგონია, ჩემს სახლში ვარ. აქ ხალხი არ არის, სიმშვიდეა და ნამდვილი დასვენებაა, ისეთი, როგორიც ახლა მჭირდებოდა.

- ჯანმრთელობის მდგომარეობა ახსენე, ექიმმა მზე და სიცხე ამიკრძალაო, თქვი, იქნებ მკითხველს ავუხსნათ რას გულისხმობდი...

- მე და დედას ანევრიზმა აღმოგვაჩნდა, მარტში გავიკეთეთ ოპერაცია ორივემ. დატვირთვა და სიცხე არც ერთისთვის არ შეიძლება.

- მზეზე ყოფნა თუ არ შეიძლება შენთვის, გარუჯვა როგორ მოახერხე?

- ყველა მაგას მეკითხება. მე ძალიან ადვილად ვირუჯები, ჩრდილში, ხის ქვეშაც კი ვშავდები. დილით ადრე ვდგები და ზღვის სანაპიროზე დავდივარ, ოღონდ ქუდი სულ მახურავს. საღამოს 7-ის ნახევარზეც გავდივართ. სკამს გავიტან ხოლმე და მზის ჩასვლას ვუყურებ.

- ლენუკა, გართობა არ გენატრება? მანდ როგორ ერთობით?

- მოგიყვები ჩვენი დღის რეჟიმს. აქ არ ფიქრობ იმაზე, რას ჩაიცვამ, გადაიცვამ საცურაო კოსტიუმზე პატარა მაისურს, ამოიცვამ შორტს და დადიხარ. არავინ არ გიყურებს. დილით ჩაის მოვამზადებთ, ჩავდივართ ზღვაზე, ქვიშაზე დავდივართ, წიგნს ვკითხულობთ, მუსიკას ვუსმენთ. არავინ არაფერს გვაძალებს. სულიერად ვისვენებთ. ჩემი დაქალებიც ჩამოვიდნენ თავიანთი შვილებით. არც კი მინდა თბილისში დაბრუნება...…

- ძალიან ლამაზია ნატალია, თაყვანისმცემლები ხომ არ გაიჩინა მანდ?

- ნატალია ცოტა უკარებაა, თან აქ არ არიან ბევრი დამსვენებლები, ძირითადად მეგობარი გოგონები გაიჩინა. თამაშობს, ცურავს, ჩემთან ერთად დარბის, ვავარჯიშებ. ყურსასმენებს გავიკეთებთ და დავრბივართ ერთად. დებივით ვართ, ნატალია ჩემი მეორე შვილია. ძალიან მიყვარს. სულ ვამბობ, რომ ძალიან მინდა გოგონა მყავდეს. ღმერთის წყალობით, როცა მეყოლება, წარმომიდგენია, რა მომივა.

- ხომ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც გოგოს გაჩუქებს?

- (იცინის) ჯერჯერობით არ გამოჩენილა. გამოჩნდება მაშინ, როცა არ ელოდები. მჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვარ და აუცილებლად ამისრულებს ამ ოცნებას, აუცილებლად მეყოლება გოგონა.

- ლენუკა, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- კარგად არის. იგივე აკრძალვები აქვს მასაც, მაგრამ დედას მაინც მოუწია წელს სიცხეში ყოფნა. გაღიზიანებულია და ვერაფერს ვაძალებთ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება