ანგელა მერკელი - რუსეთმა დასავლეთი შეცდომაში არაერთხელ შეიყვანა

ანგელა მერკელი - რუსეთმა დასავლეთი შეცდომაში არაერთხელ შეიყვანა

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, უკრაინაში კონფლიქტის მიუხედავად, რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია კვლავ გახდეს დასავლეთის კარგი პარტნიორი, - ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება.

"მოლაპარაკებებისთვის კარი ღია რჩება", - განაცხადა მერკელმა ადგილობრივ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან კონტაქტს გააგრძელებს. მერკელის აზრით, აუცილებელია დიალოგის შესაძლებლობის შენარჩუნება.

ამასთან, კანცლერმა განაცხადა, რომ პუტინთან არსებობს აზრთა შორის სხვადასხვაობა. სანქციებთან დაკავშირებით მერკელმა აღნიშნა, რომ საჯარიმო ზომების მოქმედებისთვის "ზოგჯერ საჭირო ხდება გარკვეული დრო, მაგრამ ეს ზომები არის საშუალება იმ სიტუაციაში, როდესაც სამხედრო მეთოდები არ განიხილება". "ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

დღესვე, ანგელა მერკელმა ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთთან მიმართებაში აუცილებელი ნაბიჯი უწოდა, მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისა. მისი თქმით, რუსეთმა, რომელიც სეპარატისტების მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი, დასავლეთი შეცდომაში არაერთხელ შეიყვანა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა