ქეთა თოფურია ქორწილის ახალ, პიკანტურ კადრებს ავრცელებს (+ ვიდეო)

ქეთა თოფურია ქორწილის ახალ, პიკანტურ კადრებს ავრცელებს (+ ვიდეო)

9 სექტემბერს ”ა სტუდიოს” სოლისტმა ქეთა თოფურიამ დაბადების დღე და ქორწინების წლისთავი აღნიშნა. ზუსტად ერთი წლის წინ საკონცერტო დარბაზ ”ბარვიხაში” მომღერლის და ბიზნესმენ ლევ გეიხმანის ქორწილი გაიმართა. პატარძალი და ვარსკვლავი სტუმრები ცერემონიის ფოტოებს და ვიდეოებს ენთუზიაზმით ავრცელებდნენ, მაგრამ პროფესიონალური კადრები ქეთამ თაყვანისმცემლებს არ უჩვენა.

 

ერთი წლის შემდეგ მომღერალმა თავის ”ინსტაგრამის” გვერდზე ქორწილის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. 15 წამში წვეულების მნიშვნელოვანი მომენტებია თავმოყრილი: ოფიციალური ხელისმოწერა, ახალდაქორწინებულების სტუმრებთან გამოსვლა, მრავალსართულიანი ტორტის გაჭრა, თაიგულის სროლა და ქეთას და ლევის ვნებიანი კოცნა.

ვიდეოს ქეთამ კომენტარიც დაურთო, სადაც თბილი სიტყვებით ქმარი მოიხსენია: ”დღეს, გარდა იმისა, რომ იუბილარი ვარ, ჩემი და ლევის ქორწილის წლისთავია. ლევ, მადლობა ყველაფრისთვის! მოთმინებისთვის და იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ, რაც არ უნდა მოხდეს!”

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება