მიხაელ შუმახერმა საავადმყოფო დატოვა

მიხაელ შუმახერმა საავადმყოფო დატოვა

გერმანელმა ავტომრბოლელმა, მიხაელ შუმახერმა შვეიცარიის ქალაქ ლოზანას საავადმყოფო დატოვა და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

მიხაელ შუმახერის მენეჯერის განცხადებით, გერმანელ მრბოლელს კვლავაც ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა თავის ტრავმა გასული წლის დეკემბერში, საფრანგეთის ალპებში თხილამურებზე სრიალისას მიიღო. რამდენიმე თვის განმავლობაში მიხაელ შუმახერი კომაში იმყოფებოდა. მიმდინარე წლის ივნისში შუმახერის ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლეგენდარული ავტომრბოლელი კომადან გამოვიდა და მკურნალობას შვეიცარიის კლინიკაში გააგრძელებდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა