ევროკავშირის ელჩებმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შეძლეს

ევროკავშირის ელჩებმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შეძლეს

ევროკავშირის ელჩებმა დღეს ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმება და მის განხილვას ხუთშაბათს განაგრძობენ, - ამის შესახებ "როიტერი" დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

სანქციების პაკეტის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ გამოცემაში პარასკევს გამოქვეყნდება და ამავე დღიდან შევა ძალაში.

სააგენტოს ცნობით, სანქციების მიღებას გერმანია დაჟინებით მოითხოვდა. თუმცა, იმის გამო, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს, ზოგიერთი ქვეყანა სანქციების მხარდაჭერის წინააღმდეგია. ახალი სანქციები მანამდე დაწესებული სექტორალური სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა