თავმოყვარე ერს არ უყვარს, პრეზიდენტს რომ "უჩმორებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანის მწვავე რეპლიკა ივანიშვილს

თავმოყვარე ერს არ უყვარს, პრეზიდენტს რომ "უჩმორებენ" - ნანუკა ჟორჟოლიანის მწვავე რეპლიკა ივანიშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ქორწინება ოფიციალურად გააფორმეს. ამ ამბავს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმურა. ნანუკა პრეზიდენტს და მის მეუღლეს ულოცავს და საკუთარ პოსტში ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მისამართით მწვავე რეპლიკას აკეთებს. ჟორჟოლიანის რეპლიკა "კვირის პალიტრასთან" ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. (იხ. განცხადება)

"ვულოცავ პრეზიდენტს დაქორწინებას:) ლამაზი პირველი ლედი ეყოლება ქვეყანას:) მიხარია, რომ

მალე შვილიც ეყოლებათ:) და მიხარია, რომ ის ამერიკაში მიდის! იმიტომ რომ ამ ყველაფერმა დამანახა, რომ მას აქვს მისი ცხოვრება და თავად განსაზღვრავს მას:) მერე რა, რომ მე ხმა არ მიმიცია. ის ჩემი პრეზიდენტიც არის და ის წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც ერთის თქმით კი ღარიბია, მაგრამ თავმოყვარეა! თავმოყვარე ერს კი არ უყვარს, პრეზიდენტს რომ "უჩმორებენ" , - წერს ჟორჟოლიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს