სალომე გოგიაშვილს კონჩიტას მსგავსი ქალები და კაცები აღიზიანებენ

სალომე გოგიაშვილს კონჩიტას მსგავსი ქალები და კაცები აღიზიანებენ

სალომე გოგიაშვილი წლებია, ცნობილი სახეა. პოპულარობამ ბევრი ადამიანის სიყვარული მოუტანა, მაგრამ აგრესიასაც გრძნობს, რაც გულს სწყვეტს. პოპულარობის პირველი შეგრძნება მასთან მაშინ მოვიდა, როდესაც ''დუბლიორში'' მიიღო მონაწილეობა. დღეს ოჯახითაა დაკავებული, შოუბიზნესურ ორომტრიალშიც ნაკლებად არის ჩართული, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ცნობადობას.

- როდის შეიგრძენი პოპულარობის გემო?

- წელი ზუსტად არ მახსოვს, დაახლოებით 11-12 წლის წინ. იმ პერიოდში მივიღე მონაწილეობა ტელეპროექტ ''დუბლიორში'', მცნობდა ძირითადად ის ხალხი, ვინც ადრე იღვიძებდა, რადგან ეს პროექტი დილის ეთერში გადიოდა (იღიმის).

შემდეგ იყო ''პირველი სტერეო'', სადაც საკმაო პოპულარობა მოვიპოვე. საერთოდ, პოპულარობაზე საუბარი მერიდება. პოპულარული ადამიანი ჩემთვის ისაა, ვინც ნაკლებად ჩანს, ასე ვთქვათ, მიუწვდომელია, მისი ნახვა გახარებს და ა.შ. მაგალითად, მე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი უიტნი ჰიუსტონთან შეხვედრაზე. დარწმუნებული ვარ, რომ მენახა, ნამდვილად გავგიჟდებოდი, ეს იქნებოდა მოვლენა. რასაკვირველია, ჰიუსტონს თავს არ ვადარებ, მაგრამ საქართველოში ეს მომენტი არ არის. თანაც, როგორც კი პოპულარულ ადამიანს ხედავენ, ზევიდან უყურებენ და არა სიხარულით. ცნობილი სახეები აგრესიას იწვევენ, რადგან უფრო მეტად ჩანან ეკრანზე, ვიდრე დანარჩენები. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად შურსაც უკავშირდება. ზოგი მიიჩნევს, რომ შენზე მაგარია და რატომ ჩანხარ შენ და არა ის? დარწმუნებულია, რომ თავადაც შეძლებს იმავეს გაკეთებას, რასაც შენ აკეთებ, არადა, შინ ზის უსაქმოდ. ამიტომაც გაბრაზებულია მთელ სამყაროზე და მათ შორის, შენზეც. პოპულარობამ ბევრი ადამიანის სიყვარული და სიმპათია მომიტანა, მაგრამ გარკვეული ოდენობის ხალხში მაინც ვიწვევ აგრესიას, რაზეც გული მწყდება.

- აგრესია ''პირველ სტერეოში'' მუშაობის დროსაც იყო?

- იქ მოდიოდა ესემესები და უკვე ნომრებს ვცნობდით. იყო ხუთი-ექვსი ადამიანი, რომელთაგანაც სექსუალური ხასიათის მესიჯები მოდიოდა. იმდროინდელ ჩანაწერებს რომ ვუყურებ, არ მესმის, რა აღაგზნებდათ (იცინის). აბსოლუტურად არ მესექსუალურება მაშინდელი ჩემი თავი. ზოგადად, ასეა. რაც წლები გადის, ფოტოებსაც რომ უყურებ, ვერ ხვდები, ის მაკიაჟი და ვარცხნილობა რატომ გქონდა ან ისეთი სამოსი რატომ გეცვა. თუმცა, 11 წლის წინ ბავშვური ვიყავი და ამას ვგულისხმობ. აგრესიული ესემესები მაინც არ ყოფილა, ძირითადად, ისეთი, როგორზეც ახლა გითხარი. აგრესია მას შემდეგ წამოვიდა, რაც ინტერნეტში დაიწყეს მასალების განთავსება და ასევე დიდი როლი ითამაშა სოციალურმა ქსელებმა. ხალხს მიეცა საშუალება, რომ მოგწერონ.

- პოპულარობამ საქმიანობის მხრივ რა მოგიტანა დადებითი?

- რასაკვირველია, ეს დადებითად აისახა ჩემს საქმეზე. თუკი ადამიანი გიცნობს, შენზე უკვე რაღაც წარმოდგენა აქვს, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად გიცნობს. იცის, რისი გაკეთება შეგიძლია.

- პირადში თუ შეგიშალა ხელი?

- არაფერში, გარდა იმისა, რომ თუკი ადრე კლუბში კონცერტების წაყვანაზე მქონდა შემოთავაზებები, ახლა მათ არ დავთანხმდებოდი, რადგან ოჯახი, შვილები, მეუღლე მყავს და საკუთარ თავს არ მივცემ უფლებას, გვიან კლუბში ვიმუშავო.

- როდისმე თუ გიგრძნია, რომ პოპულარობის გამო დაინტერესებულა შენით მამაკაცი?

- გულში მამაკაცს რა უდევს, ეს ნაკლებად იგრძნობა, თუკი ძალიან სუსტად არ თამაშობს, მაგრამ რაღაც მომენტში მიგრძნია, რომ გამპრანჭვიან ამის გამო. თაყვანისმცემლებზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან საკმაო პოპულარობა უკვე მაშინ მოვიხვეჭე, როცა ვახოსთან ერთად დავდიოდი. ვახოს კი ყოველთვის სიამოვნებდა და ახლაც ასეა, როცა მცნობენ. თუკი ისეთი შემთხვევაა, როცა ვახოს ცნობენ და არა მე, ძალიან ამაყობს (იღიმის). ახლახან კი მითხრა, ურიგოდ გამატარეს, მიცნეს, სალომე გოგიაშვილის მეუღლე ხართო. მეც მიხარია, რომ ჩემ გვერდით მყოფ ადამიანს მოსწონს ჩემი წარმატება და პოპულარობა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება