ჯასტინ ბიბერმა სცენაზე სტრიპტიზი მოაწყო (ფოტო+ვიდეო)

ჯასტინ ბიბერმა სცენაზე სტრიპტიზი მოაწყო (ფოტო+ვიდეო)

ნიუ-იორკში მიმდინარე შოუს - ”ფეშენ როქს”-ის დროს ჯასტინ ბიბერმა ექსტრავაგანტული გამოსვლა მოაწყო - მომღერალმა პირდაპირ სცენაზე მოაწყო სტრიპტიზი. ბიბერმა ტრუსებამდე ყველაფერი გაიხადა, რასაც პუბლიკის ხმაურიანი შეძახილები მოჰყვა.

მომღერალი სცენაზე მოდელ ლარა სტოუნთან ერთად გამოვიდა. მაყურებლის მისასალმებელი ყვირილის ფონზე ჯასტინმა მიკროფონში წარმოთქვა: ”ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც კელვინ კლაინის ტრუსები არ მაცვია”.

მომღერალს ბრენდთან სარეკლამო კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ლარა სტოუნი კი უკვე დიდი ხანია ამ სამოდელო სააგენტოს წარმოადგენს. ამ ფრაზის შემდეგ ბიბერმა პიჯაკი და ფეხსაცმელი გაიხადა და დიდი ძალისხმევის შემდეგ მათ გზას შარვალიც გაუყოლა. ამ დროს შეკრებილ ხალხში დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მოდელი კი უხერხულად იღიმოდა.

”ასე უკეთესია?” - იკითხა ჯასტინმა. ”გაცილებით! მადლობა ჯასტინ” - უპასუხა ლარამ.

აღსანიშნავია, რომ კანადელი შემსრულებელი ხშირად ხდება სკანდალური სიტუაციების გმირი. ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში პეტიციაც კი შევიდა მოთხოვნით, რომ ბიბერის კანადაში დეპორტაცია მოეხდინათ. თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ამ ფაქტზე კომენტარი არ გააკეთეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება