ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა

ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

"ბიბისის" ცნობით, ევროკავშირის ახალ "შავ სიაში" 24 რუსი მაღალჩინოსანი და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი "ბოევიკების" ლიდერები მოხვდნენ. სანქციები მათი ანგარიშების გაყინვასა და სავიზო აკრძალვას ითვალისწინებს.

ახალი სანქციების სიაში მოხვდა ხუთი რუსული ბანკიც - "სბერბანკი", "ვითიბი", "გაზპრომბანკი", "ვნეშეკონომბანკი" და "როსსელხოზბანკი", ასევე ცხრა რუსული თავდაცვითი კონცერნი.

ევროკავშირის სანქციების "შავ სიაში" ამ დროისთვის სულ 119 რუსი მაღალჩინოსანია.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა