ამერიკის ფინანსთა მინისტრის ჯეიკობ ლიუს განცხადებით, აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, რომელშიც ქვეყნის უმსხვილეს ბანკთან, "სბერბანკთან" ერთად, მოხვდნენ ენერგეტიკული
კომპანიებიც, მათ შორის, კერძო კომპანიები- "გაზპრომი", "ლუკოილი", "სურგუტნეფტეგაზი", "ტრანსნეფტი", "გაზპრომ ნეფტი" და ხუთი თავდაცვითი და მაღალტექნოლოგიური სახელმწიფო კორპორაცია.
თავისი ახალი სანქციებით, ვაშინგტონმა აკრძალა მომსახურებისა და რუსეთის ფედერაციის ენერგოკომპანიებისთვის აღჭურვილობის ექსპორტი. სანქციები შეეხო სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხ"-ს, რომლის გენერალურ დირექტორზე სერგეი ჩემეზოვზე აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები მანამდე მოქმედებდა.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ გუშინ განაცხადა.