ბაროზო - ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია

ბაროზო - ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინის განცხადებით, უკვე მოიძებნა გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებს უკრაინა თავისუფალი ვაჭრობის ზონა ევროკავშირსა და დსთ-ს შეუთავსოს. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ კლიმკინმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამართული სამმხრივი კონსულტაციის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ავტონომიური პრეფერენციები და ღია დატოვოს ბაზარი უკრაინული საქონლისთვის 2015 წლამდე. მინისტრის ინფორმაციით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება ცვლილებების შეტანის გარეშე.

"ამგვარად, რუსულ მხარეს არ გააჩნია საფუძველი, შემზღუდველი ზომები გამოიყენოს უკრაინის ექსპორტთან მიმართებაში შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგრძელებთ სამმხრივ მოქმედებას სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა კლიმკინმა.

რუსეთი უკრაინისგან მოითხოვდა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში ცვლილება შეეტანა იმ მიზეზის გამო, რომ შეთანხმებაში არსებული პირობები რუსეთისთვის რისკებს შეიცავდა. რუსეთს სურდა, კიევსა და ბრიუსელს თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან 20 %-ზე მეტი საქონელი ამოეღო. 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უარი თქვა თავის მოთხოვნაზე ასოცირების შეთანხმებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით

ამასთან, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო მიიჩნევს, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის უვიზო რეჟიმი ახლო მომავლის საკითხია. "უნიანის" ინფორმაციით, ამის შესახებ ბაროზომ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ხაზგასმით ვუთხრა, რომ ჩვენს შორის ურთიერთობას სტრატეგიული კუთხით განვიხილავთ. მინდა, რომ უკრაინა ევროკავშირს დაუახლოვდეს, თუკი უკრაინელი ხალხის ნება არსებობს. როგორც პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა, ეს ეხება, უპირველს ყოვლისა, სავიზო რეჟიმს, უახლოეს მომავალში უვიზო სისტემის არსებობას. უვიზო რეჟიმი უნდა იქცეს მამოძრავებელ ძალად და ევროპელებისა და უკრაინელების გამაერთიანებლად" - აღნიშნა ბაროზომ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პაველ კლიმკინის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ერთი წლის შემდეგ ვარაუდობს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა