ირაკლი ფირცხალავამ ახალი აიფონი სახალხოდ დაამტვრია (+ ვიდეო)

ირაკლი ფირცხალავამ ახალი აიფონი სახალხოდ დაამტვრია (+ ვიდეო)

რამდენიმე დღეა მთელი მსოფლიო წლის მთავარ ტექნოლოგიურ მოვლენას განიხილავს - "აიფონ 6"-ს და "აიფონ-6 პლუსის" პრეზენტაციას კომპანია "ეფლისგან". ამ ახალი თემის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟში მომღერალმა ირაკლი ფირცხალავამ გადაწყვიტა, საკუთარი თავი შეეხსენებინა ხალხისთვის და მოაწყო აქცია - "მან გაანადგურა "აიფონ 6", რომელიც საზოგადოებისგან მილიონების დაცანცვლას ცდილობს".

პოპ-შემსრულებელმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მას ყუთიდან "აიფონ 6" ამოაქვს და კედელს ისე ესვრის, რომ გაჯეტი ნაწილებად იშლება.

"ეს მონსტრი პირველად მე გამიჩნდა და დამიჯერეთ, ეს ნამდვილი ბოროტებაა, მე და ჩემი მეგობრები ერთად ვიკრიბებით და ცხვირი სულ სმარტფონებში გვაქვს ჩაყოფილი. მე მინდა ვირტუალურობას ვებრძოლო. მინდა გითხრათ, რომ რეალობა გაცილებით უკეთესია, ვირტუალური სამყარო კი სისულელეა. ახლა ამას დაგიმტკიცებთ კიდეც", - ამბობს ირაკლი ვიდეოში.

ამ სიტყვების შემდეგ მომღერალმა აპარატი კედელს შეალეწა. აღსანიშნავია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ვიდეოს უყურეს, არ ჯერათ, რომ გაჯეტი ნამდვილი იყო.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება