მარკ ჯაკობსის მოდელები მაკიაჟის გარეშე გავიდნენ პოდიუმზე (+ ვიდეო)

მარკ ჯაკობსის მოდელები მაკიაჟის გარეშე გავიდნენ პოდიუმზე (+ ვიდეო)

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დახურვაზე მარკ ჯაკობსმა ახალი სიმაღლეები დაიპყრო. მან მოდელები, რომელთა შორის იყვნენ ადრიანა ლიმა, კენდალ ჯენერი და ჯიჯი ჰადიდი, პოდიუმზე უმაკიაჟოდ გაიყვანა. მოდელებს ერთი დამატებითი კოსმეტოლოგური საშუალებაც კი არ ჰქონდათ სახეზე.

 

”მე, ალბათ, ერთადერთი ვიზაჟისტი ვარ მსოფლიოში, ვისაც უმაკიაჟო ქალები უყვარს”, - განაცხადა შოუს ვიზაჟისტმა. ”მარკი გოგოებს, როგორც პუდიუმზე მიმავალ ჯარს, ისე აღიქვამს. ტანსაცმლის ფერები ძალიან წააგავდა სამხედრო ფორმებს. ირგვლივ დეკორაციები ძალიან კაშკაშა და ფერადი იყო. ასე რომ, მაკიაჟი ოთახს ჰქონდა და არა გოგონებს”, - დასძინა ვიზაჟისტმა.

საინტერესოა, რამდენად აიტაცებენ ამ ახალ ტრენდს სხვა სამოდელო სახლებში და ზოგადად, ქალები მსოფლიოში.

მომზადებულია elle.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება