დონეცკის ოლქში ბრძოლების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

დონეცკის ოლქში ბრძოლების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ პანტელეიმონოვსკას შემოგარენში სროლების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაიჭრა. ამის შესახებ გამოცემა "ცენზორ.ნეტ" იუწყება.

ტერორისტები ესვრიან საცხოვრებელ სახლებსა და ავტომანქანებს, რის შედეგადაც დამწვარია რამდენიმე ავტომობილი. "ბოევიკები" წუხელ შეეცადნენ პანტელეიმონოვსკიდან სხვა დასახლებულ პუნქტ ვასილევსკიში გადასვლას, რისთვისაც 200-მა დაქირავებულმა მებრძოლმა რუსეთის დროშით იერიში განახორციელა უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე. ამის მიუხედავად, უკრაინელმა სამხედროებმა "ბოევიკები", რომლებმაც ჯავშანტექნიკა და ნაღმმტყორცნები გამოიყენეს, მოიგერიეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა