სკანდალურმა მომღერალმა, მაილი საირუსმა თაყვანისმცემლები საკუთარი ექსტრავაგანტულობითა და შიშველი სხეულით კიდევ ერთხელ დაატკბო.
ერთთვიანი დასვენების შემდეგ მომღერალმა კონცერტებისთვისაც მოიცალა, სოციალური ქსელისთვისაც და ფანებისთვისაც. სწორედ მათთვის 21 წლის მომღერალი გაშიშვლდა და დედიშობილა სხეულის სელფი სოციალურ ქსელში "გამოფინა". ფოტოს ინტიმურ ადგილას ფოტოშოპის წყალობით წითელი გული აქვს აფარებული.
"აი, ეს არის პუერტორიკოული შხაპი" - მიაწერა ფოტოს მომღერალმა, რომელიც ამჟამად მსოფლიო ტურნეს ფარგლებში სწორედ პუერტორიკოში იმყოფება.
კონცერტი საკონცერტო დარბაზ Coliseo-ში გამართა, სადაც საირუსმა ცნობილი რეპერი, ნიკი მინაჯი გააშარჟა. მომღერალი სცენაზე გიგანტური ხელოვნური დუნდულებით გამოვიდა, რადგან სწორედ სხეულის ეს ნაწილი იყო ნიკის სხეულის ყველაზე "წარმატებული" ნაწილი.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo