ირინა შეიკმა პირველი ტატუ გაიკეთა (+ ფოტო)

ირინა შეიკმა პირველი ტატუ გაიკეთა (+ ფოტო)

ტოპ მოდელმა ირინა შეიკმა გადაწყვიტა, თავის იდეალურ სხეულზე ტატუ გაეკეთებინა. შეიკმა ”ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ უკეთებს ტატუს ოსტატი ლამაზმანს.

სალონში გადაღებული ფოტოს კომენტარებში, ვარსკვლავმა ოსტატს მადლობა გადაუხადა: ”მადლობა ჩემი პირველისთვის” - სმაილებით დაწერა შეიკმა.

თაყვანისმცემლების რეაქცია მოდელის გადაწყვეტილებაზე არაერთგვაროვანი გახლდათ. ბევრი იმის გამო აღელდა, თუ როგორ აღიქვამდნენ სამოდელო სააგენტოები შეიკის სხეულზე გაჩენილ ტატუს, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც ფეხსაცმლის წარმოებას ეწევიან. ფანების უმეტესობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ირინას სხეულზე ტატუირების. ”არა, ეს არ ქნა” - და მსგავსი ტექსტები მრავლად ახლავს ფოტოს. თუმცა როგორც ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტოს ქვეშ კომენტარებში აღნიშნა, ”უკვე გვიანია ბორჯომის სმა”.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება