''თუ ჩემი მეგობრები ჩემს ნაწერს არ კითხულობენ, ძალიან ვბრაზდები''

''თუ ჩემი მეგობრები ჩემს ნაწერს არ კითხულობენ, ძალიან ვბრაზდები''

მწერალი და ფოტოგრაფი არჩილ ქიქოძე მთაში დიდ დროს ატარებს. ჰქონდა რამდენიმე ფოტოგამოფენა როგორც საზღვარგარეთ, ისე უცხოეთში. წელს ''საბაზე'' საუკეთესო პროზაული კრებულების ავტორთა ნაწარმოებებს შორის მისი ''კაცის და ჩიტის ამბავიც'' მოხვდა. ვნახოთ, რა მოხდება ლიტერატურულ კონკურსზე, მანამდე კი ხევსურეთიდან მცირე ხნით ჩამოსულ მწერალს თბილისში შევხვდით...

- ფოტოგრაფია, მწერლობა და მოგზაურობა მთაში, ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება?

- დიახ. მთაში ყველგან დავდივარ, ტურისტები დამყავს. დრო ისე ნაწილდება, რომ მწერლობას ყველაზე ცოტა დრო რჩება. ფოტოგრაფია კი ისეთი რამაა, სულ შეიძლება, როგორც რუსები იტყვიან, ''პაპუტნა''. ფოტოგრაფობის დიდი ამბიცია არ მაქვს.

- თუმცა, ვიცი, არაერთი ფოტოკონკურსის გამარჯვებული ხართ...

- კი, კი, მაგრამ (იღიმის)... ფოტოგრაფიით უფრო მეტი შემოსავალი მიმიღია, ვიდრე მწერლობით. ფოტოგრაფია ძალიან სერიოზული პროფესიაა, რომელსაც ისე სათანადოდ არ მივდევ, როგორც საჭიროა. ჩვენ სერიოზული ფოტოგრაფები გვყავს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთი საქმის მიმართ. მე რომ ვწერ, მაშინ ვარ ჩემს ნაწერებზე პასუხისმგებელი.

- რატომღაც ყველამ ''ზენიტით'' დაიწყო, თქვენ?

- არა, ''ზენიტით'' არ დამიწყია, მაგრამ შემდეგ ვიღებდი. ისე მოხდა, რომ ბავშვობაში კარგი აპარატი ''პენტაქსი'' მქონდა, რომელიც მამაჩემს ამერიკელებმა აჩუქეს და სხვათა შორის, მერე ვიღაცამ მოჰპარა.

- რაც შეეხება მწერლობას, ოჯახს ჰქონდა თუ არა რამე გავლენა?

- არა, ეს თავისთავად მოხდა. ოჯახში მწერალი არავინ გვყოლია. მხოლოდ გერონტი ქიქოძის შორეული ნათესავი ვარ, სხვა არაფერი. ოჯახში ეგონათ, რომ მეცნიერი უნდა გამოვსულიყავი.

- საამისოდ გამზადებდნენ?

- არა, მე არასოდეს არავინ არაფერს მაძალებდა. თავიდან უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობაზე ჩავაბარე, რომ მივხვდი, არ მაინტერესებდა, საბუთები გამოვიტანე და თეატრალურში საოპერატოროზე გადავინაცვლე. მაშინ ვისწავლე ფოტოგრაფია სერიოზულად, რადგან დიდი კონკურსი იყო და მინდოდა ამ ფაკულტეტზე მოხვედრა. ცუდი დრო იყო, კამერები არ გვქონდა და საოპერატოროზე სწავლას ფოტოგრაფიის შესწავლის მეტი არაფერი მოუცია ჩემთვის. ბოლოს საოპერატოროდან გამაგდეს. ერლომ ახვლედიანს შევეცოდე და თავის ჯგუფში, სასცენარო ფაკულტეტზე დამსვა, მაგრამ ლექციებზე, ფაქტობრივად, არ მივლია. 11 წელი ვიყავი სტუდენტი.

- და წერა? თითქოს ყველა რაღაც ლექსით იწყებს...

- ოდესღაც მეც ვცადე, მაგრამ ისეთი საშინელი ლექსი იყო, თქვენ რომ არ გეთქვათ, არც გამახსენდებოდა.

- ეს რა ასაკში?

- რა, ლექსი? ლექსზე არ მინდა ლაპარაკი. მოთხრობაზე გეტყვით, 21 წლის ვიყავი, როცა დავწერე. კი, მანამდეც ვწერდი ინდიელებზე, ბიზონებზე, მაგრამ...

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება