"ბოევიკებმა" დონეცკში დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლა გაახშირეს

"ბოევიკებმა" დონეცკში დასახლებული პუნქტების მიმართულებით სროლა გაახშირეს

გასული დღე-ღამის განმავლობაში "ბოევიკები" ნაკლებად უტევდნენ ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს, თუმცა გაახშირეს სროლა დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს.

"გასული დღე-ღამის განმავლობაში შესამჩნევად შემცირდა ტერორისტების მხრიდან უკრაინის სამთავრობო ძალების პოზიციებზე თავდასხმა. თუმცა, "ბოევიკებმა" გააძლიერეს თავდასხმები დასახლებული პუნქტების მიმართულებით, რომლის სიახლოვესაც სამთავრობო ძალების პოზიციებია განთავსებულია", - ნათქვამია ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრის განცხადებაში.

როგორც უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი იუწყება, არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის. თუმცა, ამ დროისთვის უცნობია მათი ზუსტი რაოდენობა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა