ლეონარდო დიკაპრიო გაეროს ოფიციალური დესპანი გახდა

ლეონარდო დიკაპრიო გაეროს ოფიციალური დესპანი გახდა

ჰოლივუდის მსახიობი და ცნობილი ფილანტროპი ლეონარდო დიკაპრიო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დესპანი გახდა. ეს ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. 39 წლის მსახიობი შემთხვევით არ აირჩიეს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე. გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი თვლის, რომ დიკაპრიოს ცნობადობა კლიმატის ცვლილების საკითხებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობაში დაეხმარება.

თავად ლეონარდომ მადლობა გადაუხადა გაეროს წევრებს ამ პატივისთვის. ”მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას, გავხდე კლიმატის დამცველი ამ ისტორიულად მნიშვნელოვან დროს. იმაზე, თუ როგორი რეაგირება მოყვება კლიმატურ კრიზისს უახლოეს წლებში, დამოკიდებული იქნება ჩვენი პლანეტის და მთელი კაცობრიობის ბედი”, - განაცხადა მსახიობმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა დიკაპრიოს შესთავაზა, დაუყოვნებლივ შედგომოდა მოვალეობის შესრულებას და 23 სექტემბერს გენერალური ასამბლეის კლიმატური სამიტის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსულიყო.

ცოტა ხნის წინ მსახიობმა შვიდი მილიონი დოლარი გადარიცხა ოკეანის გარემო პირობების გაუმჯობესების ფონდში.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება