რატი დურგლიშვილმა ''აეროსმიტის'' სოლისტს ავტოგრაფი არ ჩამოართვა

რატი დურგლიშვილმა ''აეროსმიტის'' სოლისტს ავტოგრაფი არ ჩამოართვა

სახელი, გვარი: რატი დურგლიშვილი

ასაკი: 1982 წლის 5 აპრილი

პროფესია და საქმიანობა:

სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, ქანდაკების განხრით, საქმიანობა - სიმღერა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სიმღერა ჰობია, ორივე ჩემი პროფესიაა.

ფილმი, რომელსაც შეგიძლია, ნებისმიერ დროს უყურო:

''ქეთო და კოტე'', ''ტიტანიკი'', ''ავატარი''.

საყვარელი მსახიობი:

კიანუ რივზი და ჯულია რობერტსი.

წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე:

დაახლოებით 4-5 წელია, არაფერი წამიკითხავს დროის დეფიციტის გამო, თან, გართობას რომ აჰყვება ადამიანი, ხომ იცი?! ბოლოს, თუ სწორად მახსოვს, რომელიღაც მხატვრის ბიოგრაფია წავიკითხე.

რაზე ოცნებობ?

ცოტა უხერხული ნათქვამია, მაგრამ ოცნება არ მიყვარს, იმაზე ვფიქრობ, რისი გაკეთებაც რეალურადაა შესაძლებელი. მიზანი მაქვს ის, რომ დროზე დავხურო ჩემი სიმღერების ალბომი და გამომივიდეს ის საქმე, რაც მიყვარს. ჩემს ოცნებად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ მინდა, ჩვენს ქვეყანაში გაჭირვება არ იყოს და ადამიანები ბედნიერები ხვდებოდნენ ერთმანეთს.

რისი გეშინია?

მეშინია, საყვარელ ადამიანებს რამე არ მოუვიდეთ. გარდა ამისა, მეშინია სისწრაფის, არ მიყვარს ჩქარა სიარული და ღრმა წყალში ყოფნა.

ადგილი ან ქვეყანა, სადაც იმოგზაურებდი:

რაც მინდოდა ვნახე, მაგრამ მაინც ამერიკას დავასახელებ, ლოს-ანჯელესის, ნიუ-იორკის ნახვა მინდა.

რისი გრცხვენია?

ბევრი რაღაცის, რომ დავთვრები, მეორე დღეს ვრეკავ და ვკითხულობ, ვინმეს რამე ხომ არ ვაწყენინე. ასევე მრცხვენია ბევრ ხალხში დიდხანს ყოფნის, დიდხანს ვერ ველაპარაკები ადამიანებს, სულ მგონია, რომ ვაწუხებ. მორიდებული ვარ, ეს ბავშვობიდან მაქვს და ვერ მოვიშალე.

რას არ ჩაიცამ არასდროს?

კაბას (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება