უკრაინა ამერიკისგან 34 მლნ დოლარს მიიღებს

უკრაინა ამერიკისგან 34 მლნ დოლარს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 34 მილიონ დოლარს გამოუყოფს. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, გუშინ უკრაინის ვიცე პრემიერმა ვლადიმერ გროისმანმა და უკრაინაში, ბელორუსში, მოლდოვასა და კვიპროსზე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს რეგიონული მისიის ხელმძღვანელმა ჯედ ბარტონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას განვითარების სფეროში ამოცანების შესრულების შესახებ.

აღნიშნული თანხა ეკონომიკის მდგრად განვითარებას მოხმარდება. კერძოდ, კანონმდებლობის გაუმჯობესებას და მისი ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანას, კერძო სექტორის პოტენციალის გამყარებას, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას და ასე შემდეგ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა