ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოსთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებაზე სენატში იმსჯელებენ

ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოსთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებაზე სენატში იმსჯელებენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დღეს კენჭს უყრის კანონპროექტს, რომელიც ნატო-ს წევრობის გარეშე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის აშშ-ის მთავარი პარტნიორის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სენატის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კანონპროექტში განსაზღვრულია სანქციების დაწესება "როსობორონექსპორტისა" და თავდაცვით სფეროში სხვა რუსული საწარმოების წინააღმდეგ, რომელიც არასტაბილურობას უწყობს ხელს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა და სირიაში. კანონპროექტი ასევე სთვაზობს სანქციების დაწესებას რუსული "გაზპრომის" წინააღმდეგ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ "გაზპრომი" უარს ამბობს ბუნებრივი აირის მიწოდებაზე ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის.

"კანონპროექტი განსაზღვრავს ნატო-ს წევრობის გარეშე, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას როგორც აშშ-ის მთავარ პარტნიორებს და ითვალისწინებს 10 მილიონი დოლარის გამოყოფას სამი წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რუსეთის პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად", - ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსულენოვანი "ამერიკის ხმისა" და "რადიო თავისუფლების" მაუწყებლობის პრიორიტეტულობას. კანონპროქტი, სახელწოდებით "უკრაინის თავისუფლების მხარდასაჭერი აქტი 2014" სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორებმა - რობერტ მენდესმა და ბობ კორკერმა წარადგინეს.

"პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია საერთაშორისო წესრიგი და მარტივი შემოლაწუნება ვერ აღკვეთავს რუსეთის მომავალ პროვოკაციებს", - განაცხადა სენატორმა მენდესმა და დასძინა, რომ უკრაინას სჭირდება მტკიცე და გადამწყვეტი მხარდაჭერა და არა - ორაზროვანი პასუხი.

ბობ კორკერის განცხადებით კი, თუ სენატი დაამტკიცებს ამ კანონპროექტს, ეს ხაზს გაუსვამს აშშ-ის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და მზაობას, აიძულოს რუსეთი უკრაინაში შეჭრის სანაცვლოდ საფასური გადაიხადოს.

კანონპროექტის განხილვა სენატში დღეს მას შემდეგ იგეგმება, რაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით გამოვა აშშ-ის კონგრესში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა