დიმიტრი ტიმჩუკი - აღმოსავლეთ უკრაინის ათამდე ქალაქში დაძაბული ვითარებაა

დიმიტრი ტიმჩუკი - აღმოსავლეთ უკრაინის ათამდე ქალაქში დაძაბული ვითარებაა

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის დიმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ამ დრომდე დაძაბული ვითარება რჩება აღმოსავლეთ უკრაინის ათამდე ქალაქში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დიმიტრი ტიმჩუკის ცნობით, "ბოევიკები" სროლას და თავდასხმებს განაგრძობენ დონეცკში, ლუგანსკში, ჟდანოვკაში, ლისიჩანსკში და სხვა რამდენიმე ქალაქში.

"ამასთან ერთად, მარიუპოლის ჩრდილოეთით რუსეთის ქვედანაყოფების აქტიური გადმოსროლა შეინიშნება", - განაცხადა დიმიტრი ტიმჩუკმა.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსი სამხედროები და ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის "ბოევიკები" ლუგანსკის ოლქში ბრძოლების განახლებისთვის ემზადებიან.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა