რეპერმა მასტერმა საქართველო დატოვა

რეპერმა მასტერმა საქართველო დატოვა

რეპერმა მასტერმა, იგივე გიორგი პავლიაშვილმა თბილისის დატოვება გადაწყვიტა და გეზი მოსკოვისკენ აიღო. რუსეთში აპირებს თავისი გეგმების განხორციელებას და კარიერის გაგრძელებას. რატომ მოიქცა ასე, რას აპირებს, როგორ და სად დაბინავდა, ამის შესახებ "ამბები.გე"-ს თავად ესაუბრა:

- წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საქართველოში რაც უნდა პოპულარული იყოს მუსიკოსი, რაც უნდა მაღალი რეიტინგი და ხალხის სიყვარული ჰქონდეს, ამ ყველაფერს მაინც არანაირი მატერიალური მოგება არ აქვს.

- არადა, წელს აქტიურობდი, ბევრი კლიპი და რეპკომპოზიცია შექმენი...

- კი, წელს ჩემი 7 კლიპი გამოვიდა, მაგრამ იშვიათად მახსენდება ის ფაქტი, რომ ჩემთვის სადმე კონცერტზე დაეძახათ ან საერთოდ, თუ ტარდება ეს კონცერტები, საკითხავი ეს არის... ახლა მოსკოვში ვარ. აქ, როგორც კომპოზიტორი ისე წამოვედი, მომღერლებისთვის სიმღერები უნდა დავწერო...

- კონკრეტულად ვისთვის?

- ეს ჯერ ზუსტად არ ვიცი... თან, აქ ცოტა სხვანაირი წესია, წინასწარ რომც იცოდნენ, ვისთან, რომელ მომღერალთან მუშაობენ, ვერ ამხელენ. ამასთან, ვიმეორებ, ჯერ არც ვიცი, ვინ იქნებიან ეს მომღერლები...

- სად ცხოვრობ და როგორ? არ გაგიჭირდა მანდ დაბინავება?

- ბინა ვიქირავე, მადლობა ღმერთს კარგად მოვეწყე, მაგრამ წინასწარ რა, როგორ იქნება, ნამდვილად არ ვიცი... ყველაფერი ხომ იცით, რისკია თუ არ გარისკე, არაფერი გამოვა... აქ დათო ხუჯაძის სტუდიაში ვმუშაობ. დიდი მადლობა დათოს ამ შანსისთვის, ზუსტად ვიცი, რომ დეკემბრამდე აქ ვიქნები. მთავარი ის არის, რომ "მოდუნებას" არ ვაპირებ! ჩემი სიმღერებიც და კლიპებიც იმ აქტივობით გამოვა, როგორც გამოდიოდა, ანუ პარალელურად ვმუშაობ და ვიმუშავებ ჩემს პირად პროექტებზეც. ამის გარეშე არც ერთი დღე არ იქნება, რადგან მე ჩემ მსმენელს არ "მოვაშიებ"...

- ე.ი. გარისკე?

- რა თქმა უნდა, აქ არავის უთქვამს ჩამოდი, ფული უნდა გაჩუქოო (იღიმის). პირიქით, რისკია. მოსკოვში დაგროვებულ-დაზოგილი თანხით ჩამოვედი. ის "ინვესტიციის" სახით უნდა ჩავდო ჩემს ახალ საქმეში.

- რადგან ხუჯაძის სტუდიაში ხარ, გამოდის, ქართველების გარემოცვაში აღმოჩნდი...

- კი, გიგა კვენეტაძეც აქ არის... ისიც ხომ ამ სტუდიაში საქმიანობს.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება