რატი წითელაძე ბედს კინოში სინჯავს

რატი წითელაძე ბედს კინოში სინჯავს

კარგა ხანია, სპორტსმენ რატი წითელაძის შესახებ არაფერი გვსმენია, როგორც ამბობს, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობის დროსაც დიდად არ ხიბლავდა ინტერვიუების მიცემა, პროექტის დასრულების შემდეგ კი საერთოდ გაწყვიტა ურთიერთობა პრესასთან. მისი ამჟამინდელი საქმიანობით დავინტერესდით და ინტერნეტით შევეხმიანეთ. როგორც აღმოჩნდა, რატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მუშაობს, რეჟისორი და მსახიობია, მისმა გადაღებულმა ფილმმა ამერიკაში ერთ-ერთ ფესტივალზეც კი გაიმარჯვა... ამჟამინდელი ცხოვრების შესახებ უფრო დაწვრილებით რატი თავად მოგიყვებათ.

- რატი, როგორ წარიმართა შენი ცხოვრება ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' შემდეგ?

- პროექტის დასრულების შემდეგ დუბაიში წავედი, სადაც უკეთ ვისწავლე ინგლისური და გადავიღე როგორც მოკლემეტრაჟიანი ''Little thing", ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმი. სხვათა შორის, მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა ამერიკაში ფესტივალზე გაიმარჯვა. გარდა იმისა, რომ რეჟისორი ვარ, ამავე ფილმებში ვთამაშობ კიდეც. ეს ფილმი ცოლ-ქმრის ურთიერთო-ბაზეა, ნაჩვენებია, როგორ აღარ აფასებს წყვილი ერთმანეთს, აღარ აქცევს ყურადღებას წვრილმანებს, ეს პატარ-პატარა რაღაცები კი საბოლოო ჯამში დიდ პრობლემას ქმნის, რამაც შეიძლება, სავალალო შედეგი მოიტანოს.

- რაც შეეხება მსახიობებს, ვინ თამაშობს შენს ფილმში?

- მთავარი როლის შემსრულებელი ნინო ვარსიმაშვილია, რომელიც 10 წელია, დუბაიში ცხოვრობს, ბიჭი კი რუსია, ფილმი დუბაიშია გადაღებული.

- ფილმისთვის საჭირო დაფინანსება, აპარატურა საიდან მოიძიე?

- რომან სიმონიანი გახლავთ ჩემი მეგობარი, რომელთანაც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პერიოდში ვცხოვრობდი და ის მეხმარებოდა ყველაფერში. ესაა ადამიანი, რომელმაც ფილმის გადაღებისათვის საჭირო ტექნიკაზე იზრუნა. როდესაც ვუთხარი, რომ მქონდა იდეა, ჩამოვიდა დუბაიში, ფინანსური და ტექნიკური მხარე საკუთარ თავზე აიღო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს იდეა განმეხორციელებინა. რეალურად უმთავრესი აპარატურა იყო, თორემ დიდი ფინანსები ამას არ დასჭირვებია. მსახიობები მონაწილეობაზე იმიტომ დამთანხმდნენ, რომ ფილმს მე ვიღებდი, სახლი ახლობლებმა დაგვითმეს, ასე რომ, თითქმის ყველაფერი ნაცნობების დახმარებით მოვაგვარეთ.

- დაწვრილებით გვითხარი, რომელ ფესტივალზე გაიმარჯვა შენმა მო-კლემეტრაჟიანმა ფილმმა?

- ეს გახლავთ ფესტივალი Accolade competition, სადაც 2013 წელს გაიმარჯვა იმ დოკუმენტურმა ფილმმა, რომელიც შემდეგ ''ოსკარზე'' იყო ნომინირებული. წელს კი ჩემმა ფილმმა მოიპოვა გამარჯვება. ფილმის იდეა და ზოგადად, ისტორია ნინო ვარსიმაშვილის დაწერილი იყო, იქიდან კი სცენარიც მე შევქმენი, პროდიუსერიც მე გახლავართ.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება