ფარელის "Happy"-ზე გადაღებული კლიპის გამო, ირანელ ახალგაზრდებს 91 როზგი მიესაჯათ

ფარელის "Happy"-ზე გადაღებული კლიპის გამო, ირანელ ახალგაზრდებს 91 როზგი მიესაჯათ

ირანის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ექვს ახალგაზრდას, რომლებმაც ფარელის პოპულარულ სიმღერაზე "Happy" იცეკვეს. ფლეშმობის ფარგლებში გადაღებულ ვიდეოში, ახალგაზრდები ირანის ქუჩებში ბედნიერები ცევავენ.

ირანელების მიერ გადაღებულ კლიპში გოგონები ჩადრის გარეშე ჩანან, რამაც ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია. შედეგად, ფლეშმობის ხუთ წევრს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 91 როზგი მიესაჯათ. კლიპის ავტორი სასან სულეიმანი კი ციხეში ერთ წელიწადს გაატარებს. ყველა სასჯელი ამჟამად პირობითია და თუკი, ისინი მომდევნო სამი წლის განმავლობაში სხვა კანონდარღვევას არ ჩაიდენენ, სასჯელი ანულირებული იქნება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა