ალასკასთან ახლოს რუსული ბომბდამშენები დააფიქსირეს

ალასკასთან ახლოს რუსული ბომბდამშენები დააფიქსირეს

ალასკასთან ახლოს რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები დააფიქსირეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებით, ოთხშაბათს ალასკას ტერიტორიაზე, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში ექვსი რუსული გამანადგურებელი შევიდა, რომლებიც აშშ-ის ტერიტორიაზე არ შესულან. "ბიბისის" ცნობით, რუსულ თვითმფრინავებს შორის იყო ორი "მიგ 31". პენტაგონის წარმომადგენის თქმით, მას შემდეგ რაც რუსული გამანადგურებლები დაფიქსირდნენ, ჰაერში ამერიკისა და კანადის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლები ავიდნენ.

"ბიბისი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით, რომელმაც განაცხადა, რომ ოთხშაბათს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა