დიმიტრი მედვედევი - ევროპას რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძვირად დაუჯდება

დიმიტრი მედვედევი - ევროპას რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძვირად დაუჯდება

რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ევროპას ძვირად დაუჯდება რუსეთისთვის დაწესებული სანქციები.

"სანქციები ადრე თუ გვიან შეწყდება, მაგრამ რუსეთის ევროპელი პარტნიორები, რომელთაც დატოვეს რუსული ბაზარი, ვეღარ დაბრუნდებიან უკან, რადგან მათი ადგილი რუს ან სხვა უცხოელ მეწარმეებს ექნებათ დაკავებული", - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობის ნორმალიზების შემთხვევაში, რუსეთის ბაზარზე მყოფ აზიელ და ლათინოამერიკელ მეწარმეებს საფრთხე არ დაემუქრებათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა