ნიკოლა სარკოზი - მაყურებლის როლში ყოფნა საფრანგეთის მიტოვებას ნიშნავს

ნიკოლა სარკოზი - მაყურებლის როლში ყოფნა საფრანგეთის მიტოვებას ნიშნავს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა, გარდა პოლიტიკაში დაბრუნების, რადგან ასეთი უპერსპექტივო საფრანგეთი არასდროს უნახავს. ამის შესახებ ნიკოლა სარკოზიმ ტელეკომპანია France 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში იმისთვის ბრუნდება, რომ ქვეყანა გადაარჩინოს და კრიზისიდან გამოიყვანოს.

როგორც ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, მას არ სურს, რომ საფრანგეთი იყოს ასეთ დამამცირებელ მდგომარეობაში. მისივე განცხადებით, საფრანგეთს ტოტალური იზოლაცია ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ ულტრამემარჯვენე "ნაციონალური ფრონტი" გაიმარჯვებს. "არასდროს მინახავს საფრანგეთში ასეთი გულისწყრომა, უპერსპექტივობა. მაყურებლის როლში ყოფნა საფრანგეთის მიტოვებას ნიშნავს. მე არა თუ მხოლოდ პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი მაქვს, უბრალოდ, სხვა არჩევანი არ მქონდა", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს ასევე გააკრიტიკა ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და აღნიშნა, რომ მოქმედი პრეზიდენტისგან განსხვავებით, პრეზიდეტობისას თვითონ არასდროს მოუტყუებია ფრანგი ხალხი.

"ამ წლების განმავლობაში მე მივხვდი, რომ შესაძლოა ვავნე ხალხს, რომ შემეძლოს თავიდან დაწყება, ამას არ ვიზამდი", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წელს გაიმართება. პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე ნიკოლა სარკოზიმ გასულ კვირას განაცხადა. საფრანგეთში მოქმედი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის რეიტინგი ბოლო ხანებში მკვეთრად დაეცა - მის საქმიანობას დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 13% აფასებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა