დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი პარიზში გამოიფინა

დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარი პარიზში გამოიფინა

საქართველოსა და ევროკავშირის კულტურული დაახლოების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეტის" მხარდაჭერით, თითქმის საუკუნის შემდეგ დავით კაკაბაძის ნამუშევრები კვლავ პარიზში დაბრუნდა. 16 სექტემბერს მაიოლის მუზეუმში გამოფენის გახსნას 4000-ზე მეტი საპატიო სტუმარი, კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი დაესწრო. პარიზის მაიოლის მუზეუმი- Musée Maillol - 5 თვის განმავლობაში უმასპინძლებს დავით კაკაბაძის 40 ნამუშევარს, მათ შორის კონსტრუქციულ-დეკორატიულ კოლაჟებს და სხვადასხვა პერიოდის გრაფიკას, ზეთის და აკვარელის ნამუშევრებს. ეს გამოფენა დავით კაკაბაძის 125 წლის იუბილეს ეძღვნება.

ფოტო: ია ჭუმბურიძე, სოფო რაზმაძე

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება