ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მორიგი ავიაშეტევები განახორციელეს

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მორიგი ავიაშეტევები განახორციელეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა, არაბული ქვეყნების ჩათვლით, სირიაში, "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" წინააღმდეგ ავიაშეტევები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისის" ავრცელებს.

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ავიაშეტევისას გამოყენებული იყო გამანადგურებლები, ბომბდამშენები და Tomahawk-ის რაკეტები. "იმის გათვალისწინებით, რომ ეს კამპანია ჯერაც მიმდინარეობს, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დამატებით დეტალებზე", - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

არსებული ინფორმაციით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაშეტევებში მონაწილეობდნენ იორდანია, ყატარი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. აშშ-ი ასევე განაგრძობს ავიაშეტევებს "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერაყში. აგვისტოს თვიდან აშშ-მა ერაყში 190 ავიაშეტევა განახორციელა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა