აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტების ტყვეობაში 700-მდე უკრაინელი სამხედრო რჩება. უკრაინის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო სამსახურის უფროსის, ვასილ ვოვკის განცხადებით, ნათესავებისა და ახლობლების მიერ იძებნება დაახლოებით 1 700 ადამიანი.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე აგრძელებს მოლაპარაკებებს ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების გასათავისუფლებლად. "უნიანის" ინფორმაციით, 22 სექტემბრის მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ტყვეობიდან უკვე გათავისუფლებულია 1 200 ადამიანი.