იაპონიის პრემიერმა ვლადიმერ პუტინის მიწვევა გადაიფიქრა

იაპონიის პრემიერმა ვლადიმერ პუტინის მიწვევა გადაიფიქრა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევა გადაიფიქრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისის" რუსული სამსახური იაპონურ "კიოდოზე" დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონური გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონმა თხოვნით მიმართა ტოკიოს, დროებით გადაეტანა პუტინის ვიზიტი უკრაინის კრიზისის ფონზე რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის გამწვავების გამო. "ბიბისის" ცნობით, სინძო აბე და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს ნოემბერში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე გამართავენ.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტი ვიზიტით 2013 წლის აპრილში მიიწვია.

გასულ კვირას უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა