ევრაზიულ კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

ევრაზიულ კინოფესტივალზე ქართველი მსახიობები დააჯილდოვეს

ქართველი მსახიობები გიორგი ნაკაშიძე, მიხეილ მესხი და თინათინ დალაქიშვილი ყაზახეთში გამართულ ევრაზიულ კინოფესტივალზე დააჯილდოვეს.

საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო თინათინ დალაქიშვილს გადაეცა ფილმში "ვარსკვლავი" შესრულებული როლისთვის. ფილმი ახალგაზრდა ქალზე მოგვითხრობს, რომელსაც პლასტიკური ოპერაციის გაკეთება უნდა, ცნობილ ადამიანს რომ დაემსგავსოს. "გულახდილად რომ ვთქვა, ერთი მხრივ, სათამაშოდ რთული როლი იყო, თუმცა მეორე მხრივ მშვენიერი გამოცდილება მივიღე ფილმის რეჟისორ ანა მელიკვანასთან მუშაობისას", - განაცხადა თინათინ დალაქიშვილმა.

საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო "მანდარინებში" მთავარი როლის შემსრულებელ ოთხ მსახიობს გადაეცა (ლემბიტ ულფსაკს, ელმო ნიუგანენს, გიორგი ნაკაშიძეს და მიხეილ მესხს). ფილმის სიუჟეტი ომის მექანიზმის ამოხსნას ცდილობს და საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ მოგვითხრობს.

ფესტივალის მთავარი პრიზი ისრაელში გადაღებულ ფილმს გადაეცა. სურათის სახელწოდებაა "მის გვერდით", რეჟისორი ასაფ კორმანია, სცენარი კი მის მეუღლეს ლირონ ბენ შლუშს ეკუთვნის, რომელიც აგრეთვე თამაშობს ფილმში.

საუკეთესო რეჟისორად ბენედიქტ ერლინგსონი დასახელდა ფილმისთვის "ცხენებზე და ადამიანებზე". ისლანდიური დრამატული კომედია ისტორიების ნაკრებია ისლანდიელების ურთიერთობაზე ცხენებთან და ერთმანეთთან მიმართებაში.

მომზადებულია georgianews.ge-ს მიხედვით.

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება