ანგელა მერკელი - რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

ანგელა მერკელი - რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ამის შესახებ მერკელმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის, შტეფან ზაიბერტის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ეფექტური კონტროლის განხორციელების აუცილებლობას. შტეფან ზაიბერტის თქმით, გერმანიის კანცლერი მიესალმა მინსკში გამართულ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას და მიღწეულ შეთანხმებას.

20 სექტემბერს მინსკში მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონიდან, ორივე მხრიდან არა ნაკლებ 15 კილომეტრისა მძიმე ტექნიკის გაყვანას ითვალისწინებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა