რობერტ სტურუამ ქართველებს *ოზები და მოღალატეები, სანდრა რულოვსს კი KGB-ს აგენტს უწოდა - აღელვებული რეჟისორის მძაფრი სტატუსი

რობერტ სტურუამ ქართველებს *ოზები და მოღალატეები, სანდრა რულოვსს კი KGB-ს აგენტს უწოდა - აღელვებული რეჟისორის მძაფრი სტატუსი

19 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის წევრების ქონება დაყადაღებულად გამოცხადდა. დაყადაღებულ ქონებას შორის არის ექს-პრეზიდენტის კუთვნილი ყვარლის სახლი, სანდრა რულოვსის ბინა, სააკაშვილის ბებიის მიწის ნაკვეთები და დედის ავტომანქანა.

სანდრა რულოვსის ემოციურმა ვიდეომიმართვამ, რომელშიც ყოფილმა პირველმა ლედიმ აღნიშნა, რომ ქონება უსამართლოდ ჩამოართვეს, ბევრზე ემოციურად იმოქმედა, და სწორედ მათ საპასუხოდ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც არც უხამს შეფასებებს მორიდებია.

"ქართველებო, ჯალათებო და გახრწნილებო (ისეც და ასეც), მკვლელებო, საკუთარი დედის გამყიდველებო, ბოზებო და მექრთამეებო, მოღალატენო და შანელის კაბებში გამოწყობილნო, წესიერებო სტუმრებთან და საკუთარ ოჯახში ზნედაცემულნო, უცხოელებთან დემოკრატებო და ქრისტიანულ ქვეყანაში შეიხებო, ვითომ ქალწულნო და უბიწებო, სინამდვილეში კი ურწმუნოთა ბრბო, სულით გლეხებო და გლეხთა მჩაგვრელნო, უკანალის იქეთ აქეთ მოქანავენო, შეუგროვეთ, შეუგროვეთ სანდრას - იმ KGB და CIA-ის აგენტს - ვინც საქართველოს ვერ იტანს დღემდე!

დროზე შეუგროვეთ ფული, ო, დროზე, სანამ შიმშილით არ გაძვრა სული იმ ლამაზ მატა ხარის, კეჟერას ფული ოფ შორიდან დროზე გამოიტანეთ და იმ ევროპელ პედოფილების ქვეყნის ქალწულს ხელში ჩაკუჭეთ ! ო, უტვინო( და როცა საკუთარ ჯიბეს ეხება აფერისტო) ჩემო ერო! როგორ იტან რომ შვილები აწამა ორმა გადამთიელმა (ნუთუ შიშმა მოკლე ტვინი სულ დაგიკორტნა) დაგავიწყდა, შენი ვაჟკაცნი გაუპატიურეს?! ამ ფაშისტებს უგროვებ ოქრო და ვერცხლს, სააკას ჩათლახმა მოდგმამ რომ იხაროს?! ო, საქართველო!", - წერს სტურუა.

ასევე დაგაინტერესებთ | "შევაგროვოთ ფული და ჩვენს რძალს, სანდრა რულოვსს ბინა დავუბრუნოთ"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს