ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მკაცრი საქორწინო კონტრაქტი გააფორმეს - კონტრაქტის დეტალები

ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა მკაცრი საქორწინო კონტრაქტი გააფორმეს - კონტრაქტის დეტალები

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 23 აგვისტოს დაქორწინდნენ, ახლა კი თაფლობის თვეს მალტაზე ატარებენ. მიუხედავად გაუნელებელი სიყვარულისა, რომლის შესახებაც ყველა ინტერვიუში ყვებიან მსახიობები, მათ მაინც მკაცრი საქორწინო შეთანხმება შეადგინეს.

იურიდიული დოკუმენტის ნაწილი მნიშვნელოვან პირობას ითვალისწინებს: თუ პიტი მეუღლეს უღალატებს, ეს ძალიან ძვირად დაუჯდება. გარდა ფულისა, ბრედს სხვა ქალისადმი ინტერესი ბავშვებზე ზრუნვის უფლებას დააკარგვინებს.

ფინანსური საკითხები ასეა გადაწყვეტილი: ფული, რომელიც ცოლ-ქმარმა ქორწილამდე დააგროვა, ერთ გრაფაში შედის, ხოლო ის თანხა, რომელსაც ერთად დააგროვებენ მეორეში. დოკუმენტის მთავარი პრინციპი ასეთია: ყველაფერი საუკეთესო შვილებს. ანუ განქორწინების შემთხვევაში ფულის დიდი ნაწილი ვარსკვლავების ექვს ბავშვზე თანაბრად გადანაწილდება.

წყვილმა აგრეთვე საერთო ანდერძიც შეადგინა. თითქმის მთელი ფული, რომელსაც ქორწინებაში გამოიმუშავებენ, ბავშვებს მოხმარდება. ამისთვის სპეციალური ექვსი ფონდი უკვე შექმნილია. ჯოლიმ და პიტმა არ დაივიწყეს საქველმოქმედო ფონდებიც, ბავშვთა სახლები და თავშესაფრები იმ ქვეყნებში, საიდანაც მათი აყვანილი შვილები არიან.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება