"ყარაბაღში" ბევრად რთული როლი მქონდა, ვიდრე "მანდარინებში" - საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული მიშა მესხის პირველი კომენტარი

"ყარაბაღში" ბევრად რთული როლი მქონდა, ვიდრე "მანდარინებში" - საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში გამარჯვებული მიშა მესხის პირველი კომენტარი

ყაზახეთში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაცია ზაზა ურუშაძის ფილმიდან "მანდარინები" ოთხმა გაინაწილა. ესენი არიან: ლემბიტ ულფსაკი, ელმო ნიუგანენი, გიორგი ნაკაშიძე და მიხეილ მესხი...

"მანდარინები" ხომ წელს წლის ფილმად შეიძლება მივიჩნიოთ, რადგანაც 18 საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებულად აღიარეს, როგორც საუკეთესო ნამუშევარი. ესტონეთმა კი ცოტა ხნის წინ "ოსკარზც" წარადგინა. ამდენი ჯილდოს შემდეგ, ''მანდარინებს'' მართლაც, ამერიკის მთავარი კინოაკადემიის პრიზიღა დარჩა ასაღები.

"ამბები.გე" "მანდარინების" ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს, მიშა მესხს დაუკავშირდა:

- პირველ რიგში დიდი მადლობა ზაზა ურუშაძეს, რომ ეს ოთხი კაცი ერთმანეთთან ასე დაგვაკავშირა, კარაგად შევეწყეთ და ამ ნომინაციაშიც გავიმარჯვეთ. ხშირად არ მსმენია, რომ ასეთი რაღაცები ხდებოდეს. ოთხივე მთავარ მსახიობს მოგვანიჭეს ეს ჯილდო. მოკლედ, ზაზას დამსახურებაა, რომ ყველაფერი ასე კარგად წარიმართა  და რა თქმა უნდა, ყველა ჩემი პარტნიორის, ვინც ამ პროექტზე ერთად ვიმუშავეთ.

- კინოში ბევრი როლი გაქვს გასახიერებული. მგონი, ეს რაღაც განსხვავებულია მათგან. შენი პერსონაჟისგან ''მანდარინებში'' სხვანაირი ენერგია მოდის...

- საერთოდ, ვერავინ ხედავს ხოლმე კადრს მიღმა რა ხდება. გშია, გწყურია, გცხელა, გცივა... შენ ის უნდა ანახვო, რაც მაყურებელს ესიამოვნება. მთავარია, არ მოატყუო და დამაჯერებელი იყო. მერე კი იმ ყველაფერს იმით ინაზღაურებ, რომ საერთაშორისო ფესტივალზე ბედნიერად მიდიხარ. ვიღაცას მოსწონს, ტაშს გიკრავს და გაფასებს. მოკლედ, მთავარია ადამიანებს ესიამოვნოთ და მერე შრომას გიფასებენ...

რაც შეეხება იმას, ეს ჩემი როლი თუ რით არის გამორჩეული სხვებისგან, გეტყვით, რომ თავად ფილმის სიუჟეტი, ამბავია ძალიან მაგარი, რაღაც სხვა სტილის. არადა, "გასეირნება ყარაბაღში" რომ აიღოთ და ჩემს როლს კარგად დააკვირდეთ, ბევრად რთული სათამაშო სცენა მქონდა. თან, იქ სევდიანი ტიპი ვარ, მაგრამ რადგან ფილმში ხან გინებაა, ხან ღადაობა, ყველაფერს ერთ "პონტში" ატარებენ და ვერ ხვდებიან, რომ იმ ტიპაჟის შექმნაზე თავდაუზოგავად ვიმუშავე. აქედან გამომდინარე იმას ვერ ვიტყვი, რომ ეს ბოლო როლი ბევრად განსხვავებული სათამაშო იყო. მოკლედ, ყველაფერი ფიმის განწყობამ მოიტანა, აბა, იქ რომ კომიკური სიტუაცია ყოფილიყო, ისევე გაიგებდნენ და აღიქვამდნენ ჩემს პერსონაჟს...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება