Foreign Policy-ი საქართველოს შესახებ გუშინ გამოქვეყნებული მასალის შესწორებას არ აპირებს

Foreign Policy-ი საქართველოს შესახებ გუშინ გამოქვეყნებული მასალის შესწორებას არ აპირებს

Foreign Policy-ის რედაქცია არ აპირებს, შესწორება შეიტანოს მასალაში, რომელიც საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის გახსნის თემას ეხება. აღნიშნული მასალა ამერიკულ გამოცემაში გუშინ გამოაქვეყნა.

"ინტერპრესნიუსმა" წერილობით მიმართა სტატიის ავტორს, ჯონ ჰადსონს და სთხოვა, დაედასტურებინა, რამდენად მართალი იყო აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადება, რომ Foreign Policy-ს ჟურნალისტმა მისი კომენტარი არასწორად გაავრცელა. ჯონ ჰადსონმა "ინტერპრესნიუსს" გამოუგზავნა გამომშვები რედაქტორის, იოჩი დრიზენის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჯონ ჰადსონის სტატიის რედაქტირება სწორედ მან მოახდინა, ისინი პასუხს აგებენ მასში მოყვანილ ფაქტებზე და რაიმეს გასწორებას არ აპირებენ. Foreign Policy-ის ცნობით, საქართველომ აშშ-ის სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. ამასთან დაკავშირებით ამერიკულმა გამოცემამ საკმაოდ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულ ინფორმაციას მას საქართველოს ელჩი აშშ-ში, არჩილ გეგეშიძე უდასტურებს.

"საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - აცხადებს გეგეშიძე გამოცემასთან საუბარში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი გაკეთდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციით, თუ რა ფორმით მიიღებს საქართველო მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ კოალიციის მიზნების მიღწევაში, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გადაწყდება.

დღის ბოლოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველომ ამერიკას სირიელი ამბოხებულების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა, თავად აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე გამოეხმაურა და აღნიშნული არ დაადასტურა. არჩილ გეგეშიძე ვარაუდობს, რომ გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა