რუსეთის მოსახლეობის 36% ვლადიმერ პუტინს მორალურ ავტორიტეტად მიიჩნევს

რუსეთის მოსახლეობის 36% ვლადიმერ პუტინს მორალურ ავტორიტეტად მიიჩნევს

რუსეთის მოსახლეობის უმეტესობის მორალური ავტორიტეტი ცნობილი ადამიანია, - ასეთია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფონდის მონაცემები. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 60% ავტორიტეტს პოლიტიკოსებს, კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებსა და სპორტსმენებს შორის ხედავს. მათგან 36% მორალურ ავტორიტეტად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიიჩნევს.

სხვა "ცნობილ ავტორიტეტთა" შორის - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (6%), თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ (5%) და ვლადიმერ ჟირინოვსკი (4%) არიან. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი მედვედევს ხმა მოსახლეობის მხოლოდ 3%-მა მისცა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა