გრიგორი კარასინი საქართველოსთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას არ გამორიცხავს

გრიგორი კარასინი საქართველოსთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ფიქრობს, რომ უახლოეს პერსპექტივაში შესაძლოა, საქართველოსთან მიღწეული იქნას მოლაპარაკებები კონკრეტული ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების ამუშავებაზე. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა მოსკოვში, ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საბჭოთა კავშირის პერიოდიდან არსებობდა პროექტები გზებთან და გვირაბებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს რუსეთთან დააკავშირებდა.

"ეს პროექტები არ მომკვდარა, ცოცხალია, ჩატარებულია გარკვეული ინჟინრული ექსპერტიზა. ამის განსახორციელებლად რა თქმა უნდა, საჭიროა ინვესტიციები, როგორც რუსული, ასევე ქართული. ჩვენ დაინტერესებული ვართ დავხვეწოთ საგზაო სისტემა. ამით ასევე დაინტერესებულია სომხეთიც, რომლისთვისაც ერთადერთი დამაკავშირებელი სახმელეთო გზა ტვირთვისთვის არის ზემო ლარსი. ამიტომ, თუ ჩვენ შევქმნით ახალ, ალტერნატიულ გზას, ამით მოიგებს ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები", - განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, იგივე ეხება ენერგეტიკასაც. კარასინის განცხადებით, შესაძლებელია მოხდეს ქართული და რუსული ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლობა, ასევე შეთანხმებაც და ეს იქნება ორი ქვეყნის ხალხისთვის სარგებლის მომტანი.

კითხვაზე ალტერნატიული გზის პროექტში გულისხმობს თუ არა დაღესტანის მონაკვეთს, კარასინმა აღნიშნა, რომ დაღესტნის გარდა ბევრი პროექტია და ამ შემთხვევაში ის სხვა პროექტზე საუბრობდა.

"რამდენიმე პროექტია. ისინი მაგიდაზე დევს, თუმცა საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, კერძოდ, საუბარია ინვესტიციების კომპონენტზე. როგორ მოხდება მისი რეალიზება, ან რა პირობებში, ამისთვის სპეციალისტები უნდა დასხდნენ და განსაზღვრონ", - განაცხადა კარასინმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა