ირანი მზადაა ევროპა გაზით მოამარაგოს

ირანი მზადაა ევროპა გაზით მოამარაგოს

რუსეთ-უკრაინის გაზის კონფლიქტთან დაკავშირებით, ირანი ევროპას, გაზის სანდო იმპორტიორის სახით საკუთარ თავს სთავაზობს, - წერს გერმანული გაზეთი Deutsche Welle.

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ თავის ავსტრიელ კოლეგას ჰაინც ფიშერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განუცხადა. სანქციების მოხსნისა და საკმარისი სახსრების ინვესტიციის შემთხვევაში, ირანი უკვე 2020 წლიდან შეძლებს ევროპაში 10-20 მილიარდი კუბომეტრის გაზის გაგზავნას.

თეირანის ხელისუფლება მზადაა ევროპას გაზი ავსტრიის გავლით მიაწოდოს. დასავლური მედიის ცნობით, ევროკავშირში სერიოზულად განიხილავენ ირანის მიერ გაზის მიწოდების საკითხს. შეგახსენებთ, რომ გაზის რესურსების ფლობის მხრივ, ირანს რუსეთის შემდეგ მეორე ადგილი უკავია. თუმცა, იმისთვის, რომ მან შეძლოს ევროპის მომარაგება, ორი ძირითადი ამოცანის გადაჭრაა საჭირო - პოლიტიკურის და ტექნიკურის.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა