ალჟირელმა ჯიჰადისტებმა ფრანგი ტურისტის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს

ალჟირელმა ჯიჰადისტებმა ფრანგი ტურისტის თავის მოკვეთის ვიდეო გაავრცელეს

ალჟირელმა ჯიჰადისტებმა, რომლებიც "ისლამურ სახელმწიფოსთან" არიან დაკავშირებული, ინტერნეტში ვიდეო გაავრცელეს, სადაც ფრანგი ტურისტის ერვე გურდელის თავის მოკვეთის კადრებია ასახული. "ბიბისის" ინფორმაციით, ერვე გურდელი ჯიჰადისტებმა გასულ კვირას მძევლად აიყვანეს ალჟირში. ვიდეო ინტერნეტში სახელწოდებით "სისხლიანი გზავნილი საფრანგეთის მთავრობას" გავრცელდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარი მკაცრად დაგმო და სასტიკი ქმედება უწოდა."ერვე გურდელი მკვდარია იმიტომ, რომ მისი ქვეყანა საფრანგეთი ტერორიზმს ებრძვის", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა. მისივე თქმით, საფრანგეთი გააგრძელებს ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაშეტევებს. "ბიბისის" ცნობით, ფრანგ ტურისტს თავი მას შემდეგ მოკვეთეს, რაც საფრანგეთისთვის მიცემული ვადა ამოიწურა, შეეწყვიტა ავიაშეტევები ერაყში.

"ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული ჯიჰადისტთა დაჯგუფება ასევე დაიმუქრა ბრიტანელი ტაქსის მძღოლის ალან ჰენინგის მოკვლით, რომელიც სირიაში გასული წლის დეკემბერში აიყვანეს მძევლად.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა