ტერორისტებმა "მალაიზიის ავიახაზების" ბოინგის ჩამოვარდნის ადგილი დანაღმეს

ტერორისტებმა "მალაიზიის ავიახაზების" ბოინგის ჩამოვარდნის ადგილი დანაღმეს

აღმოსავლეთ უკრაინაში ტერორისტებმა "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგის ჩამოვარდნის ადგილი დანაღმეს. "უნიან"-ის ინფორმაციით , ამის გამო შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებული გამოძიება 2015 წლისთვის გადაიდოს.

"დონეცკში ისევ გრძელდება შეტაკებები უკრაინის სახელისუფლებო ძალებსა და სეპარატისტებს შორის, რის გამოც საგამოძიებო ჯგუფს უჭირს მუშაობა. თუმცა, ჩვენ მინიმალურ შესაძლებლობასაც ვიყენებთ, რომ შევიდეთ ადგილზე და მუშაობა გავაგრძელოთ, ვიდრე არ დაზამთრებულა", - აღნიშნა საგამოძიებო ჯგფის წარმომადგენელმა ჰალიდ აბუ ბაკარმა.

"უნიან"-ის ცნობით, უკრაინის ხელისუფლება თვითმფრინავის ადგილის ჩამოგდების დანაღმვაში სეპარატისტებს ადანაშაულებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა