Foreign Policy-მა საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ სტატია განაახლა

Foreign Policy-მა საქართველოში სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის შესაძლო განთავსების შესახებ სტატია განაახლა

ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მა 23 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია განაახლა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეებისთვის საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა. როგორც განახლებულ სტატიაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას მნიშვნელოვანი საჯარო წინააღმდეგობა მოჰყვა, საქართველომ უარყო, რომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის განთავსება შესთავაზა.

"საქართველოსა და აშშ-ის ხელისუფლების ოფიციალურ პირთა განცხადებით, ეს ინიციატივა, რომელიც პირველად გამოქვეყნდა Foreign Policy-ში, ქართულმა მხარემ სექტემბრის დასაწყისში, თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელწიფო მდივან ჩაკ ჰეიგელს შესთავაზა. პენტაგონი განიხილავდა შეთავაზებას, თუმცა მას შემდეგ, რაც სამშაბათს ის გასაჯაროვდა და გამოიწვია განგაში პატარა კავკასიური ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ქართველმა ოფიციალურმა პირებმა ეს შეთავაზება უარყვეს", - ნათქვამია ამერიკული გამოცემის განახლებულ სტატიაში. სტატიის ავტორი ასევე ციტირებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის კომენტარს, რომელმაც ნიუ იორკში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის სამხედრო მონაწილეობას და საწვრთნელი ბაზის შექმნას საქართველოში.

"ჩვენ არ განგვიხილავს ეს საკითხი და ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა იციან ეს", - განუცხადა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს. ამერიკული გამოცემის განახლებულ სტატიაში ასევე მოყვანილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო არ გეგმავდა ასეთი საწვრთნელი ცენტრის განთავსებას.

"ამისგან განსხვავებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ უარყვია შეთავაზების არსებობა და გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო განიხილავს, თუ რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას (ISIS) ტერორიზმის წინააღმდეგ (ISIS) კოალიციის მიზნების მიღწევაში", - ნათქვამია განახლებულ სტატიაში.

ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ქართული მხარის შეთავაზების შესახებ დაწერა "როიტერმაც". 23 სექტემბერს Foreign Policy-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ აშშ-ის სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესთავაზა. გამოცემა ამ ინფორმაციას აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებდა და დასტურად აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის კომენტარი მოჰყავდა. "საწვრთნელი ცენტრის გახსნა ჩვენ შევთავაზეთ, თუმცა ეს საკითხი კვლავ განხილვის ქვეშაა", - ციტირებდა ამერიკული გამოცემა არჩილ გეგეშიძის სიტყვებს.

იმავე დღის ბოლოს Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე და აღნიშნული არ დაადასტურა. გეგეშიძის განცხადებით, გამოცემის ჟურნალისტმა მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია არასწორად გაიგო.

გუშინ "ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა სტატიის ავტორს ჯონ ჰადსონს და სთხოვა დაედასტურებინა, რამდენად მართალი იყო არჩილ გეგეშიძის განცხადება. ამერიკელი ჟურნალისტის "ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნილ საპასუხო წერილში აღნიშნული იყო, რომ Foreign Policy-ს რედაქცია არ აპირებდა მასალაში შესწორების შეტანას და გამომშვები რედაქტორის, იოჩი დრიზენის განცხადება გამოაგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ჯონ ჰადსონის სტატიის რედაქტირება სწორედ მან მოახდინა, ისინი პასუხს აგებენ მასში მოყვანილ ფაქტებზე და რაიმეს გასწორებას არ აპირებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა