ჟანა ფრისკემ წონაში საგრძნობლად დაიკლო და სამკურნალოდ ჩინეთში წავიდა

ჟანა ფრისკემ წონაში საგრძნობლად დაიკლო და სამკურნალოდ ჩინეთში წავიდა

რუსი მომღერალი ჟანა ფრისკე, რომელიც ტვინის კიბოს დასამარცხებლად იბრძვის, თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც ჩანს, წონაში საგრძნობლად დაკლებული ფრისკე მაღაზიაში როგორ ყიდულობს პროდუქტებს. ვარსკვლავი ამერიკაში ძვირადღირებული ნანოვაქცინაციით მკურნალობდა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მვეთრად გააუმჯობესა.

ახლა ფრისკე ჩინეთში იმყოფება. ამის შესახებ მან თავის მეგობარს, ოთარ კუშანაშვილს განუცხადა: "მოსკოვში ჟანა დეკემბრამდე არ დაბრუნდება. ასე მითხრა, ჩვენს შორის დროის საგრძნობი განსხვავებაა, რითიც მივხვდი, რომ უკვე ჩაფრინდა ჩინეთში", - ყვება ოთარი.

ამბობენ, რომ ჩინეთში ფრისკეს არატრადიციული მეთოდებით უმკურნალებენ. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ჟანამ საკუთარი ყოფილი პროდუსერი მიატოვა, დაახლოებით ერთი კვირა დაჰყო ჩინეთში, სადაც ციგუნის და სხვა აღმოსავლური პრაქტიკების შესწავლა დაიწყო. როგორც მისი ახლო მეგობრის ოლგა ორლოვას ფოტობლოგიდან შევიტყვეთ, ისინი ჩინეთში ერთად იმყოფებიან. ამასთან, ფრისკეს გვერდიდან არ შორდება მეუღლე, ტელეწამყვანი დიმიტრი შეპელევი.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება