კოალიციის ძალებმა სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ავიაშეტევა მიიტანეს

კოალიციის ძალებმა სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ავიაშეტევა მიიტანეს

"ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ავიაშეტევა მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. წუხანდელ ავიაშეტევებში აშშ-სთან ერთად, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები მონაწილეობდნენ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას "ისლამური სახელმწიფოსთვის" ყოველდღიურად 2 მილიონი დოლარის შემოსავალი მოჰქონდა. სირიის ადამიანის უფლებათა ობესერვატორიის განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული ავიაშეტევების შედეგად 14 "ბოევიკი" და 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა