ბრიუს უილისის უმცროსმა ქალიშვილმა შიშველი "სელფი" გამოაქვეყნა

ბრიუს უილისის უმცროსმა ქალიშვილმა შიშველი "სელფი" გამოაქვეყნა

ჰოლივუდის მსახიობ ბრიუს უილისის უმცროსი ქალიშვილი, თალულა ცოტა ხნის წინ სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოწერეს, სადაც ის ალკოჰოლიზმსა და ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობდა.

ახლა 20 წლის გოგონა დედის, დემი მურის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იგი დედასთან ერთად ჯგუფური თერაპიის სეანსებს ესწრება, ბევრს სეირნობს და დადის მაღაზიებში. მაგრამ, როგორც ჩანს, მსახიობი ყოველთვის ვერ ახერხებს საკუთარი შვილის გაკონტროლებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სოციალურ ქსელებს ეხება. თალულა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს თავის შიშველ ფოტოებს. ამით ოჯახის აღშფოთებას იწვევს. რამდენიმე დღის წინ გოგონამ თავის დასთან, 23 წლის სკაუტთან ერთად აბაზანაში გადაღებული პიკანტური ფოტოთი გაახალისა ინტერნეტ-მომხმარებლები. ამჯერად კი თალულამ მამიკო ბრიუსს მორიგი "საჩუქარი" გაუკეთა და სოციალურ ქსელში შიშველი "სელფი" განათავსა.

მომზადებულია like.lb.ua-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება