უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უახლოეს კვირებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ პოროშენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ ჩემი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა უახლოესი სამი კვირის განმავლობაში შედგება. შეხვედრა მრავალმხრივ ფორმატში, ევროპაში გაიმართება. არ არის გამორიცხული ორმხრივი კონსულტაციები", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ. როგორც პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ომის ყველაზე სახიფათო ნაწილი უკან დარჩა.
"არა მხოლოდ მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, არამედ მთელი უკრაინელი ხალხი იბრძოდა მშვიდობისთვის. ეჭვგარეშეა, რომ ჩემი სამშვიდობო გეგმა იმუშავებს, რომ ომის ყველაზე სახიფათო ნაწილი უკან დარჩა უკრაინელი სამხედროების გმირობის წყალობით", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.