ეშტონ კაჩერმა სასტუმრო ოთახი ზღაპრულად მოაწყო

ეშტონ კაჩერმა სასტუმრო ოთახი ზღაპრულად მოაწყო

როგორც ჩანს, მილა კუნისისა და ეშტონ კაჩერის ქალიშვილი, რომელიც მალე მოევლინება ქვეყანას, ძალიან განებივრებული ბავშვი იქნება. "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე მომავალმა მამამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ აპირებს ახალდაბადებულ შვილთან შეხვედრას.

ჰოლივუდის ვარსკვლავის გამოქვეყნებულ ფოტოზე გამოსახულია ბევერლი ჰილზზე მდებარე 10 მლნ დოლარად ღირებული სახლის სასტუმრო ოთახი. მთელი ოთახი სათამაშოებითაა სავსე: პლუშის ჟირაფი და გორილა, პატარა მანქანები, სათამაშო ავტომატები, ფილმის პერსონაჟების გიგანტური ასლები. ეს ყველაფერი ვარსკვლავური წყვილის ერთ ოთახშია მოთავსებული. როგორც ჩანს, მათ პატარას მოწყენის საშუალება ფიზიკურად არ მიეცემა.

"მათ ორივეს სურთ მეორე ბავშვი პირველის გაჩენიდან მალევე ეყოლოთ. მომავალ წელს დაქორწინებას აპირებენ. ისინი მონათესავე სულები არიან და ცხოვრების ბოლომდე ერთად იქნებიან", - ყვება წყვილის ახლო მეგობარი.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება